Friday, October 26, 2018

გაკვეთილის გეგმა

საგანი:   მათემატიკა

სწავლების საფეხური/კლასი:  დაწყებითი / IV2

მოსწავლეთა რაოდენობა:  16.         სსმ:  კლასში არ არის.

გაკვეთილის თემა:   ცილინდრი, კონუსი, ბირთვი -- მათემატიკა.

                                                     პატარა ქანდაკებები  -- ხელოვნება                             

გაკვეთილის მიზანი: 

მათემატიკა - მოსწავლე გაეცნობა და შექმნის ცილინდრს, კონუსს, ბირთვს სურათების და მოდელების გამოყენებით.

ხელოვნება - მოსწავლე შექმნის სახალისო სუვენირებს სივრცული ფიგურების გამოყენებით.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1
    ბავშვებს გავაცნობ გაკვეთილის თემას, სასწავლო მიზანს, მისაღწევ შედეგს, შეფასების კრიტერიუმებს და ვამუშავებ შესასვლელ ბილეთებზე.
მიზანი: მოსწავლეები გაიმეორებენ, ამოიცნობენ სივრცულ გეომეტრიულ ფიგურებს.
     შესასვლელი ბილეთები შედგება სამი საკითხისგან. მუშაობისთვის მოსწავლეებს მივცემ მკაფიო ინსტრუქციას და დროს. იმის შემდეგ, რაც ბავშვები დაასრულებენ მუშაობას, შევამოწმებ პასუხების სისწორეს. მოსწავლეები შეადარებენ საკუთარ პასუხებს წინასწარ გამზადებულ სწორ პასუხს.

შესასვლელ ბილეთებზე მუშაობა.
ინდივიდუალური
შესასვლელი ბილეთები,
თაბახის ფურცელი,
პასუხების ფურცელი,
10
2



   სახელმძღვანელოს გამოყენებით მუშაობა.                    
აქტივობის მიზანი:   გაეცნობიან სივრცულ ფიგურებს: ცილინდრს, კონუსს, ბირთვს სახელმძღვანელოს გამოყენებით.        
    ბავშვები წაიკითხავენ სახელმძღვანელოში წარმოდგენილ ტექსტს და გაეცნობიან ახალ სივრცულ ფიგურებს: ცილინდრს, კონუსს, ბირთვს, რის შემდეგაც ვიმუშავებთ კითხვა-პასუხის რეჟიმში. 1.დაასახელეთ რამდენიმე საგანი, რომელსაც აქვს ცილინდრის, კონუსის ან ბირთვის ფორმა.                                  
2. დაასახელეთ ცილინდრის, კონუსის და ბირთვის ელემენტები.                 3.რით განასხვავებთ ზემოთ ჩამოთვლილ სივრცულ ფიგურებს ადრე ნასწავლი სივრცული ფიგურებისგან პრიზმებისა და პირამიდებისგან?
ტექსტზე მუშაობა, წაკითხვა და გააზრება
მთელ კლასთან
სახელმძღვანელო. სივრცული ფიგურების მოდელები.
10

3



ცილინდრის, კონუსის, ბირთვის  შექმნა ფერადი ქაღალდების გამოყენებით.
  მიზანი: მოსწავლეები შექმნიან სახალისო სივრცულ ფიგურებს ფერადი მუყაოს გამოყენებით.
   გავანაწილებ  მოსწავლეებს ჯგუფებში. თითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებას, მასალას, დროს  და მკაფიო ინსტრუქციას.
   მივცემ შესაძლებლობას გაიხსენონ ჯგუფური მუშაობის წესები:
1.      ყურადღებით წავიკითხოთ და კარგად გავიაზროთ ამოცანის პირობა.
2.      ვიმუშაოთ უხმაუროდ ისე, რომ ჯგუფებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალოთ .
3.      ვიმუშაოთ ყველამ ერთი მიზნის მისაღწევად.
4.      მოუსმინოთ ერთმანეთს და გავითვალისწინოთ ერთმანეთის აზრი.
5.      დავიცვათ დროის ლიმიტი.

ჯგუფებს მივცემ მენიუს:
1.     წაიკითხავს პირობას.
2.      ამოარჩევს მასალას სივრცული ფიგურის შესაქმნელად.
3.      შექმნის სივრცულ ფიგურას
4.      გააკეთებს პრეზენტაციას.

ჯგუფების ლიდერები გააკეთებენ პრეზენტაციას, გასცემენ პასუხს მასწავლებლის კითხვებს.
 მთელი გაკვეთილის განმავლობაში მონიტორინგის რვეულში, წინასწარ გამზადებულ ცხრილებში შევაგროვებ ინფორმაციას მოსწავლეთა წარმატებების,  მზაობის და ხარვეზების შესახებ, რომელიც დამეხმარება მოსწავლეთა შეფასებისას. მოსწავლეებს შევაფასებ ყოველი აქტივობის შემდეგ.           

სივრცული ფიგურის მოდელების შექმნაზე მუშაობა.


ჯგუფური მუშაობა
ფერადი ქაღალდები, მაკრატელი, წებო, ფლომასტერი.

15
4



გასასვლელ ბილეთებზე მუშაობა.
მიზანი: ნასწავლი მასალის შემოწმება.
გასასვლელ ბილეთებში წარმოდგენილი იქნება  საკითხები ცილინდრის, კონუსის და ბირთვის გარშემო. მივცემ ბავშვებს დროს და ინსტრუციას. დროის ამოწურვის შემდეგ შევამოწმებ პასუხების სისწორეს.

გასასვლელ ბილეთებზე მუშაობა.


ინდივიდუალური მუშაობა.
თაბახის ფურცელი, ფორმატი, გასასვლელი ბილეთი,
5
5



  შევაფასებ მოსწავლეებს  წინასწარ გამზადებული განმავითარებელი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, მივცემ რეკომენდაციებს,  შევაფასებ გაკვეთილს, ხაზს გაუსვავთ წარმატებებს და ხარვეზებს.  ბავშვები შეავსებენ თვითშეფასების კითხვარს. მივცემ კლასს საშინაო დავალებას სახელმძღვანელოდან.




5







გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:

 მათ. IV.9 ქმნის ბრტყელი და სივრცული ფიგურების გრაფიკულ გამოსახულებებს    და მოდელებს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ნიმუშის მიხედვით ქმნის მითითებული სივრცული ფიგურის მოდელს ან კარკასს სხვადასხვა მასალის გამოყენებით.

ს.გ.IV.6  მოსწავლეს შეუძლია ითანამშრომლოს სხვებთან, როგორც საკუთარი, ისე საერთო მიზნის მისაღწევად.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ჩართულია ერთობლივი მხატვრული ნამუშევრის შექმნის პროცესში.

 

                                                                       შეფასების რუბრიკა:

კრიტერიუმები
ვერ შეძლო
ნაწილობრივ შეძლო
სრულყოფილად შეძლო
  ამოიცნობს სივრცულ გეომეტრულ ფიგურებს: ცილინდრს, კონუსს, ბირთვს.



  აღწერს ცილინდრს, კონუსს, ბირთვს.




  ქმნის სივრცული ფიგურების: ცილინდრის, კონუსის, ბირთვის მოდელებს.
















No comments:

Post a Comment