Friday, October 26, 2018

 ჩვენ და  მათემატიკა



     მათემატიკის უკეთ გასაცნობად საჭიროა სწორი მიდგომა, ასაკის შესაბამისად მივაწოდოთ ბავშვებს ის ინფორმაცია, რაც მათ უფრო დააინტერესებს და ინტერესს გაუჩენს ახლის ძიებისა. მათემატიკა ბევრს ეჯავრება და მთავარი პრობლემა სჩანს კითხვიდან: - რაში გამოგვადგება მათემატიკა?
მათემატიკა ყველგანაა. ადამიანი ცხოვრების პირველივე წლიდან მოხუცებულობამდე მუდმივ კონტაქტშია ციფრებთან. ჩვეულებრივ, გვახსენდება რა რიცხვია დღეს, რომელ საათზე უნდა წავიდეთ სასწავლებელში ან სამსახურში, ან როდის აჩვენებენ საყვარელ სატელევიზიო გადაცემას, რა ღირს სასურველი ნივთი, როდის აქვს მეგობარს დაბადების დღე და ა.შ . ერთი სიტყვით, თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურად გვიწევს მათემატიკასთან შეხება.
    როგორ უნდა გვასწავლონ მათემატიკა, თუკი ის ასე გვჭირდება?
უფრო საინტერესოდ. ყოველი ახალი თემა უნდა იყოს ცხოვრებისეული ფაქტებით გამყარებული, მაგალითები მარტივი, შემდეგ კი უფრო რთულები. თუ ამოხსნები კარგი რიცხვებია და არა ცუდი რიცხვები (როგორც მოსწავლეები უწოდებენ) უფრო საინტერესო ხდება ამოცანების ამოხსნა. ტესტები არაა მისაღები ფორმა, უფრო სააზროვნო და ღია კითხვები. სახელმძღვანელო მათემატიკაში შედგენილი უნდა იყოს, ინტერესის გაღვივებისათვის და არა უბრალოდ ამოცანებისა და თეორიის ერთობლიობა, სწორად შედგენილი წიგნი კი მათემატიკური აზროვნების მშენებლობაში საუკეთესო საწინდარია.
    მათემატიკა მართლაც მეცნიერების დედოფალია, როგორც მას კარლ ფრიდრიხ გაუსმა უწოდა. ის ყოველ წამსსა და წუთს გვესაჭიროება. მათემატიკა არის ნებისმიერი ადამიანის თანამგზავრი ცხოვრებაში. ძალიან მიყვარს ეს საგანი, ალბათ სკოლამაც გამოიწვია, ის ხომ დიდ როლს თამაშობს ჩვენს პირველ ნაბიჯებში, განსაკუთრებით მასწავლებელი.
 

No comments:

Post a Comment